Thursday, 18 September 2014

მეორე დღის რეფლექსია


1.დავათვალიერეთ ბუკლეტის ნიმუშები.
2.გავაკეთეთ სავარაუდო პროექტების ბუკლეტები.
3.შევქმენით ბლოგი.



1.პირველ რიგში,ამ პროექტის განხორციელებით ბავშვები მიიღებენ დიდ სიამოვნებას,ცოდნას,შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
2.დამეთანხმებით,რომ შოკოლადს როგორც უფროსების,ასევე ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.თითქმის ყველას უყვარს ეს სასუსნავი.
3.ბავშვები მოიძიებენ  ინფორმაციას,ფოტომასალას ინტერნეტში და გამოიყენებენ პრეზენტაციაში.
4.    ჩემი პროექტის გეგმა ასეთია: 1.მოვაგროვოთ ინფორმაციაშოკოლადის შესახებ;
                                   2.ჩავატაროთ თანატოლებისა და უფროსების  გამოკითხვა;
                                   3.გავაკეთოთ პრეზენტაცია ბუკში;
                                   4.დავამზადოთ ბუკლეტები;
                                   5.გავაფორმოთ სტენდი;
                                   6.ვესტუმროთ ,,ბარამბოს“ შოკოლადის ქარხანას.

5.ბავშვები დაეუფლებიან შემდეგ უნარ-ჩვევებს:     შეეძლებათ ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.     ასევე  იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;ტექნოლოგიის გამოყენება,ჯგუფთან ერთობლივი მუშაობა,ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება.
       

No comments:

Post a Comment